8 მაისს, კომაროვის ქველმოქმედთა კლუბის ფარგლებში მოსწავლეები კათარზისს ესტუმრნენ!
- 10 მაისი, 2017
კომაროვის სკოლაში ქველმოქმედთა კლუბი დაარსდა, რომლის ლიდერი მეათე კლასელი ლექსო ბორაშვილია, ხოლო ორგანიზატორები: მარიამ გურჯიევი, მარიამ შონია, გიორგი გურული, თამარ გაგნიძე, ბარბარე ჯანაშვილი და ანა ლაბაძე.
8 მაისს, კლუბის ფარგლებში კომაროვის მოსწავლეები კათარზისს ესტუმრნენ და მომსახურე პერსონალს სხვადასხვა საქმეში დაეხმარნენ. გოგონები სასადილოს საქმეებში, ბიჭები კი ფიზიკურ სამუშაოებში დაეხმარნენ კათარზისს. ბავშვებმა, მოხუცებთან ერთად სხვადასხვა გასართობი თამაშიც მოასწრეს.
კომაროვის სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით და დიდ მადლობას უხდის კათარზისის თანამშრომლებს თბილი დახვედრისთვის და ორგანიზატორებს ინიციატივისათვის.